დღეს, 3 ივლისს ქუთაისი დიდ რაგბს მასპინძლობს.
თამაშის დაწყებამდე რაგბის გულშემატკივრებს, ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს საშუალება ქონდათ ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ღია ცის ქვეშ, ,,ქართული ხმების" და ,,გაგა ფრანის" მონაწილეობით კონცერტს დასწრებოდნენ.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეუერთდნენ.
საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების თამაშის დაწყებამდე, ,,აია არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ, ერთი კონცერტი გაიმართა. რაგბის გულშემატკივრებისთვის მუსიკალური ნომრები მომღერლებმა: სალომე ბაკურაძემ და ნათია დუმბაძემ შეასრულეს.
ამ წუთებში ,,ვერიკოს ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე რაგბის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე მიმდინარეობს, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს.