სიახლეები

ქუთაისში მომავალ წელს '' ნორჩ მუსიკოს -შემსრულებელთა იმერეთის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი'' გაიმართება

3 ივლისი, 2022
ქუთაისში მომავალ წელს " ნორჩ მუსიკოს -შემსრულებელთა იმერეთის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი" გაიმართება.
 
აღნიშნული საკითხის განსახილველად, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს შეხვდა. შეხვედრას პარლამენტარები გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ესწრებოდნენ.
 
"ნორჩ მუსიკოს-შემსრულებელთა იმერეთის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი" მოზარდებსა და ახალგაზრდებში მუსიკის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
 
როგორც სამუშაო შეხვედრაზე ითქვა, კონკურსი სავარაუდოდ 2023 წლის მაისში გაიმართება.