სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ონკოლოგიის ცენტრი გახსნა. სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, აპარატის უფროსი გოჩა გაბუნია და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა ცენტრის შენობა დაათვალიერეს და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ.
„ონკოლოგიის ცენტრი“ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა მთელს იმერეთის რეგიონში, სადაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატის დამონტაჟება განახორციელა, რომელიც რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებას ახორციელებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ონკოლოგიაში, მკურნალობით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს და გართულებებს მინიმუმამდე ამცირებს.
დღეიდან დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქრონიკულ ონკოლოგიურ პაციენტებს რეგიონიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რადგან ცენტრში ონკოლოგიური სერვისების სრული სპექტრი არის წარმოდგენილი როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.
დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |