ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიდევ, ერთ ასტრონომიის და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს. სკოლის მოსწავლეთა ოლიმპიადაში მონაწილეობს 50-მდე ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის იქნება მოსწავლეთა გუნდი საქართველოდან. ოლიმპიადა აერთიანებს 350-მდე მოსწავლეს და 130-მდე პროფესორ-მასწავლებელს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. მხარეებმა საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობასა და პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტუდენტებისა და მოსწავლეების საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.
ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აკადემიური პროგრამები და პროექტები, რომელთაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახორციელებს, არის საუკეთესო საშუალება ახალგაზრდებისთვის მიიღონ ხარისხიანი განათლება. თავის მხრივ, უნივერსიტეტის ამოცანაა სტუდენტებს შესთავაზოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე და/ან მსოფლიო სტანდარტის პროგრამები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ასტრონომიის და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პრეზიდენტი გრეკ სტახოვსკი და გენერალური მდივანი ანუ კეტსუბე.