სიახლეები

ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის ზედა საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

1 ივნისი, 2022
ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის ზედა საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტი, 21 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს; ასევე გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა; გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
 
ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში, ხორციელდება რკინაბეტონის ცხაურიანი კიუეტების და მილხიდების მოწყობა, ასევე გზისპირა მოსაცდელების რეაბილიტაციის სამუშაოები.
 
სამუშაოებს კომპანია ,,New Road“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 14.3 მლნ ლარია.