სიახლეები

იმერეთში საპილოტე პროგრამა ,,ჭკვიანი სპეციალიზაცია'' ხორციელდება

31 მაისი, 2022
ჭკვიანი სპეციალიზაცია საქართველოში რეგიონული ზრდისთვის და სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი - აღნიშნულის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და პროექტის კოორდინატორებმა მეწარმეებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.
 
საქართველო ერთ-ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც გამოთქვა ინტერესი ჭკვიანი სპეციალიზაციის ნოვატორული მიდგომის გამოყენების მიმართ და პროექტის განსახორციელებლად იმერეთი შეირჩა.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა ჭკვიანი სპეციალიზაციისა და ასევე მისი საკვანძო კომპონენტის - სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
 
პროგრამის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი ანგარიში „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (S3) კარტირება საქართველოში - იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი. არსებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, დოკუმენტმა შეაფასა რეგიონის ეკონომიკური სექტორები, გაზომა სექტორების ინოვაციური პოტენციალი და მოახდინა იმ სექტორების იდენტიფიცირება, რომლებსაც ეკონომიკური გარდაქმნების სტიმულირების პოტენციალი გააჩნიათ.
 
ჭკვიანი სპეციალიზაციის (S3) კონცეფციამ, რომელიც შემუშავებულია კვლევებისა და ინოვაციური ინვესტიციების უფრო ქმედითი ზეგავლენისთვის ქვეყნების თუ მათი რეგიონების ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, დიდი ინტერესი გამოიწვია ევროკავშირის და მისი კოჰეზიის პოლიტიკის ფარგლებს გარეთაც.