სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმერეთში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება

26 მაისი, 2022
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმერეთში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება.
 
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ინსტალაციები, შემეცნებით-საგამოფენო პავილიონები, ფოტოკუთხეები, დრამების შოუ, საბავშვო აქტივობები, მოეწყო სამეწარმეო კუთხეები. ასევე თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკა განათავსა.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
 
,, ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წლევანდელი დღესასწაული არის აბსოლუტურად სხვა და მნიშვნელოვანი კონცეფციის მატარებელი. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განაცხადი და ნაბიჯი ევროპისკენ, რომელიც არის ისტორიულად ჩვენი სახლი. რა თქმა უნდა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები და ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტივობებში“ - ზვიად შალამბერიძე.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. ეს არის დრო, როცა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
 
ქუთაისში, 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.