იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე და გუბერნატორის მოადგილეები, 12-ვე მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ.
სამუშაო ფორმატში დეტალურად განიხილეს ყველა ის პროექტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მერებმა ასევე, ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას 2022 წელს აპირებენ.
,,იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერებთან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გვქონდა სამუშაო შეხვედრა. რეგიონში ჯამში 1200 პროექტი ხორციელდება. არის ისეთი პროექტები, რომელიც საყურადღებოა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ წლის ბოლომდე ყველა ვადის და ყველა სტანდარტის დაცვით ამ პროექტებს მივიყვანთ დასრულებამდე“ - ზვიად შალამბერიძე.
იმერეთში სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე წყალმომარაგების, რეკრეაციული სივრცეების, სოფლის ამბულატორიების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით.