სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი და იმერეთის გუბერნატორი ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ესტუმრნენ

12 მაისი, 2022
ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ესტუმრნენ და ექსპონანტები დაათვალიერეს.
 
მუზეუმში დაცულია 5000-მდე ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი და სხვადასხვა კინოფირი, რომელებზეც ქუთაისის ასწლოვანი ისტორიაა ასახული.
 
ქუთაისის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტს ნიკო ნიკოლაძის სავიზიტო ბარათი უსახსოვრეს.