სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი და მხარის რწმუნებული ქართულ-პოლონურ მუდმივმოქმედ არქეოლოგიურ კვლევით ცენტრს ესტუმრა

12 მაისი, 2022
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ქართულ-პოლონურ მუდმივმოქმედ არქეოლოგიურ კვლევით ცენტრს ესტუმრა.
 
არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია.
 
პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.