სიახლეები

ქალაქ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

12 მაისი, 2022
ქალაქ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894 წელს სამტრედიაში აშენებული საორთქმავლო დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გაიხსნა.
 
სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
 
სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.
 
სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა 330 მოსწავლეზეა გათვლილი და სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
 
პროექტის მიხედვით, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.
 
დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, 330-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებს სწავლას.
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 3,9 მილიონი ლარია.