სიახლეები

რიკოთის ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალზე 88 ხიდი და 51 გვირაბი პარალელურად შენდება

10 მაისი, 2022
რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.
 
51 გვირაბიდან გაჭრილია 16 გვირაბი, სამშენებლო სამუშაოები სრულად უკვე 3 გვირაბსა და 6 ხიდზეა დასრულებული.
 
გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.
 
მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა, ახლად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.
 
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი, უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.
 
რიკოთის მოდერნიზება მნიშვნელოვანია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით.
 
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულდება, გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე 2022 წლის ბოლოს იგეგმება.
 
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულდება, გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე 2022 წლის ბოლოს იგეგმება.