სიახლეები

,,გვირილობა 2022“-ის ფარგლებში ბარდის, ფოლკისა და ჯაზ შემსრულებლის მანანა მენაბდის კონცერტი გაიმართა

2 მაისი, 2022
,,გვირილობა 2022“-ის ფარგლებში ბარდის, ფოლკისა და ჯაზ შემსრულებლის მანანა მენაბდის კონცერტი გაიმართა. დები იშხნელების შთამომავალმა მსმენელს მრავალმხრივი მუსიკა შესთავაზა, ასევე გაიხსენა მისი წინაპრების ამ ქალაქთან დაკავშირებული ისტორიები.
 
საღამოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
,,გვირილობა 2022” -ის ფარგლებში მრავალფეროვანი მუსიკალური ღონისძიებები გაიმართა. დღის მანძილზე ჩატარდა კლასიკური მუსიკის, ამერიკული ჯაზ ბენდის, სიმღერის და ცეკვის ანასმბლის და ასევე ბარდის, ფოლკისა და ჯაზ შემსრულებლის მანანა მენაბდის კონცერტი.