სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალ „იმერეთის ხმის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
„იმერეთის ხმა“ რეგიონში პირველად, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტებში. ჟიურის წევრებმა საუკეთესო შემსრულებლები 12-ვე რაიონიდან შეარჩიეს.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი იყო, მის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: მუსიკათმცოდნე ლალი ვარდანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ლომიძე.
იმერეთის ხმის გრან პრის მფლობელი სალომე კვირიკაშვილი გახდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, გამარჯვებულს პლანშეტური კომპიუტერი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ გადასცა. პირველ ადგილზე ზესტაფონში მცხოვრები ინა სადუნიშვილი გავიდა, მეორე და მესამე ადგილები კი წყალტუბოელმა ირაკლი ბენდელიანმა და სამტრედიელმა სოსო ვეზდენმა გაინაწილეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |