ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილე გაიმართა.
ქართველი მოჭადრაკე ქუთაისში დაიბადა და გარკვეულ ასაკამდე აქ მოღვაწეობდა. საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებულს, მსოფლიოს 5-გზის, 4 საჭადრაკო ოსკარის მფლობელს და სხვადასხვა პრიზების მფლობელს იუბილე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მიულოცა და საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანის, ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ახალი თაობების აღზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ზვიად შალამბერიძემ ლეგენდარულ სპორტსმენს სიმბოლურად, ბერძნული მითოლოგიით ტრიუმფისა და გამარჯვების ქალღმერთის ,,ნიკეს” ქანდაკების ასლი გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ქორეოგრაფიული ასევე, ფოლკლორული ნომრები.