სიახლეები

კლასიკური მუსიკის საღამო მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა

2 მაისი, 2022
,,გვირილობა 2022“-ის ფარგლებში ქუთაისში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.
 
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო ჩატარდა.
 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაესწრო.
 
XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით ორკესტრმა სხვადასხვა ნაწარმოებები შეასრულა, ასევე, მონაწილეობდნენ: ირინე ლომინაძე - ქორმაისტერი; ლელა მჭედლიძე - ვიოლინო; ელეონორა გოგოლაშვილი - ვოკალი;
აღნიშნული ღონისძიება ქალაქის დღესასწაულს მიეძღვნა.