სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
2 მაისს ქუთაისში, ,,გვირილობა“ და ქალაქის დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება.
ტრადიციულად ბაგრატის ტაძარში ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქალაქი დალოცა. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის დღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან. სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ“ - ზვიად შალამბერიძე.
,,გვირილობა 2022“- ის ფარგლებში საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდა, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და ქუთაისის კოლორიტების ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდა ამისა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ,,ქუთაისის ხედები XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში“.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა ჭადრაკის ტურნირი მოყვარულთა შორის.
ქალაქის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |