სიახლეები

ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების საოპერაციო ცენტრი გაიხსნა

10 აპრილი, 2022
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრნენ.
 
ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში მოეწყო.
 
დაწესებულების მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მოვლენის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა.
 
ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), ასევე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აღიჭურვა.
 
მსგავსი ტიპის პირველი დაწესებულება, 2020 წელს თბილისში, COVID-19-ის პანდემიაზე სწრაფი რეაგირებისთვის შეიქმნა.
 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დირექტორი ღასან ხალილი.