სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პაატა ბურჭულაძემ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის გამგებლებს თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ტაძრის მშენებლობა უნიკალური სქემით ხორციელდება, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს აქციაში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. ნებისმიერი შემომწირველი, შეწირული თანხის ოდენობის მიუხედავად, 1 ლარს წირავს თავის სახელზე, ხოლო დანარჩენ თანხას - თავისი ახლობლების, ოჯახის წევრების, გარდაცვლილი წინაპრების ან სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელზე. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიც მილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა.
მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრი განთავსდება, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს და ასევე, აშენდება მუზეუმი.
ტაძრის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული თარიღი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს აღნიშნავს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |