სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. საელჩოს მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა უკრაინის ელჩის პირველ მდივანს, ოლეგი პოგონეცს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის მიერ გაწეული დახმარების შესახებ, ასევე ყურადღება გაამახვილა დახმარების მეორე ეტაპის მიმდინარეობაზე.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონიდან ჰუმანიტარული ტვირთის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში გაიგზავნება. 12 - ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და ტანსაცმელი.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად იმერეთში ჩამოსულ მოქალაქეებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მათგანს გვერდით დაუდგეს. ასევე ისაუბრა უკრაინელი ხალხის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.
ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში საომარი მოქმედებების შედეგად ჩამოსული 250-მდე უკრაინელი მოქალაქე იმყოფება.
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა იმერეთის გუბერნატორს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |