ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უკრაინელი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება მოეწყო.
უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო მშობლებთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უმასპინძლა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო მათ მშობლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა.
,,იმერეთში ომის დაწყების დღიდან დაახლოებით 200- მდე უკრაინელი ოჯახი ჩამოვიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოდ ის ყოფა უკრაინელ ოჯახებს და ბავშვებს რაშიც ისინი არიან. ზოგადად ჩვენი მთავრობა აქამდეც ყველა პლატფორმაზე აფიქსირებდა უკრაინის მიმართ გვერდით დგომას. ჰუმანიტარული დახმარებები რასაც ვაკეთებთ და ვაგროვებთ გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება" - ზვიად შალამბერიძე.
იმერეთის რეგიონი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად არის ჩართული. უახლოეს პერიოდში რეგიონიდან მეორე ეტაპზე, დამატებით კიდევ გაიგზავნება ჰუმანიტარული ტვირთი.