სიახლეები

იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდა

2 აპრილი, 2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საკურას ხეები დარგეს.
 
საკურას ხეივანი ნიკეას ქუჩაზე, ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ გაშენდა და საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.
 
აღნიშნული იდეა ეკუთვნოდა ქუთაისელ ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს.
 
იაპონიის საელჩო მოხარულია, რომ იაპონური კულტურის განუყოფელი და თვალსაჩინო ნაწილი იქნება წარმოდგენილი ქუთაისშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში.
 
საკურა იაპონიაში მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.