სიახლეები

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები ცნობილია

2 აპრილი, 2022
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდა. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.
 
GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები დღეს დასახელდა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
 
✅ 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:
⏺ პირველი ქართული 3D პრინტერის წარმოება (ქუთაისი)
⏺ GDSystems - და ვინჩის მწვანე სისტემები - პლანეტარული ტიპის ტრანსფორმირებადი სასათბურე სისტემა სასარგებლო ფართის 100%-ით ათვისების სისტემით ვეგეტაციური პროცესების შეზღუდვის გარეშე და გაუმჯობესებული აგროტექნიკური შესაძლებლობებით;
⏺ soplidan.ge - ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც იმერეთის ფერმერებსაც პირდაპირ დააკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ვებ-გვერდის საშუალებით;
⏺ ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით შეიქმნება ახალი პროდუქტი ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის;
⏺ Q-bic - მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასით Glamping-ის კარვების წარმოება და გაყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე;
⏺ ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - მოძრავი გადამამუშავებელი საწარმოს მეშვეობით წვენების, ჯემების, საწებლების წარმოება, სრულიად ახალი სტანდარტის პროდუქციის შეთავაზება ადგილობრივი ნედლეულით და საექსპორტო და ადგილობრივი პოტენციალის ათვისება;
⏺ ჰერბია - ახალი პროდუქტის - მწვანილის, ბოსტნეულის სალათების გადამუშავება და შეფუთვა საჭმელად მზა სახით;
 
✅ ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.
 
✅ 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი იმერეთში:
⏺ ბაია ფუდი - ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული ხილის, ჩირისა და შოკოლადის წასახემსებელი „სნექის“ წარმოება ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე;