სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლიეტუვის ელჩს შეხვდა

30 მარტი, 2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა მიიღეს. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროსა და დამეგობრებული ქალაქების ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
 
იმერეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი ჭიათურა და ზესტაფონი უკვე დამეგობრებულია ლიეტუვას ქალაქებთან. ხოლო ქუთაისი და ლიეტუვის ქალაქი კაუნასი 2018 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ და გამოცდილებას უზიარებენ. პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველზე უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება.
 
 ელჩმა გამოთქვა სურვილი ქუთაისში ლიეტივას თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ფოტო გამოფენა მოეწყოს.
 
მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.