სიახლეები

რიკოთის საუღელტეხილო 51.6 კმ-იანი გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 28 ხიდსა და 17 გვირაბზე მიმდინარეობს

15 მარტი, 2022
რიკოთის საუღელტეხილო 51.6 კმ-იანი გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 28 ხიდსა და 17 გვირაბზე მიმდინარეობს, გაჭრილია 4 გვირაბი.
 
ხევი-უბისას მონაკვეთზე დასრულებულია 6 ხიდის და 3 გვირაბის მშენებლობა.
 
საერთო ჯამში, ამ დროისთვის სამუშაოები 81 ხიდსა და 48 გვირაბზე მიმდინარეობს, საიდანაც გაჭრილია 13 გვირაბი.
 
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება.
 
რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.