სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწო. ბაგრატის ტაძარზე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. წირვას იმერეთში სახელწმიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე დ ავიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
დღესვე, მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა მერაბ კოსტავას ძეგლი შეამკეს გვირგვინით და „თიბისი“ გალერეაში მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის პირველი პერსონალური გამოფენა დაათვალიერეს. 26 მაისთან დაკავშირებით ქალაქში 15 - ზე მეტი სპორტული და გასართობი ღონისძიება იყო დაგეგმილი.
დღე ცენტრალურ მოედანზე გამართულმა საზეიმო კონცერტმა დაასრულა. კონცერტში ჯგუფი „33 ა“, სალომე ბაკურაძე და ანი კეკუა მონაწილეობდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |