სიახლეები

ქუთაისში ახალი საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

23 თებერვალი, 2022
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზს აშენებს.
 
საცურაო აუზის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
 
ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისათვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობის ჩასატარებლად.
 
პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა, რომლის მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. მოეწყობა მცირე აუზიც. დიდ საცურაო აუზთან კი, 600 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები განთავსდება.
 
აუზის კომპლექსს ექნება გასახდელები და საშხაპეები, როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობაც. საცურაო აუზთან აშენდება პარკინგი.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2021 წელს ქვეყნის კიდევ 3 დიდ ქალაქში - ზუგდიდში, ახალციხესა და რუსთავში - დაიწყო სპორტული კომპლექსების მშენებლობა.