თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა სიმონეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი და რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
,, მადლობა ყველა დედას, რომლეთა გაზრდილი შვილები შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, მადლობა თქვენ, მებრძოლეებო საკუთარი სიცოცხლის ფასად, რომ იცავთ სამშობლოს და ჯეროვნად დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ჩვენ, ვალდებულები ვართ თითოეული გმირის სახელი უკვდავყოთ და მათი გმირობის შესახებ გადავცეთ მომავალ თაობებს. დღევანდელი ღონისძიებით, ჩვენ პატივი მივაგეთ 2008 წლის ომში დაღუპული გმირის ხსოვნას. ვისურვებ, რომ ასეთი მსხვერპლის გაღება არასდროს იყოს საჭირო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“ - ზვიად შალამბერიძე.
ღონისძიებას, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის თანამებრძოლები ესწრებოდნენ.
მემორიალისთვის განკუთვნილი ადგილი, ოჯახისა და მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, გმირის საცხოვრებელ სახლთან ახლოს შეირჩა. პროექტის ფარგლებში მოეწყო მემორიალი და მცირე მოსასვენებელი ადგილები.
ალია ბარდაველიძე - ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი ცხინვალთან მაშინ, დაეცა როცა რუსმა ჯარისკაცებმა იერიში შანხაის დასახლებაზე მიიტანეს. აგვისტოს ომის მეომარი მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.