სიახლეები

''იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ'' (DMO Imereti) 2021 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა

16 თებერვალი, 2022
"იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ" (DMO Imereti) 2021 წელს განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე წარადგინა.
 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და ა(ა)იპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარისა და DMO იმერეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ლილუაშვილი და საბჭოს წევრები - იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.
 
Dmo Imereti-ს ხელმძღვანელმა მარი დევიძემ, მომავალი 2022 წლის პროექტების გეგმა წარადგინა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არის დამტკიცებული.