სიახლეები

ინოვაციური მოწყობილობით - PROBBOX-ით პრობაციონერები აქტიურად სარგებლობენ

11 თებერვალი, 2022
პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით - PROBBOX-ით სარგებლობის გამოცდილების გაცნობის მიზნით იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ.
 
მოწყობილობის შექმნის და მისი სარგებლობის შესახებ ინფორმაცია სტუმრებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლადო ხელაძემ გააცნო.
 
2022 წლის იანვრის მონაცემებით, თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, პრობაციონერები PROBBOX-ით უკვე აქტიურად სარგებლობენ. მოწყობილობა, რომელიც 2021 წლის დეკემბრიდან, საქართველოს 6 დიდ ქალაქის იუსტიციის სახლებში დაინერგა, პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და მომსახურებას, მეტი ანონიმურობის დაცვით, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებში უზრუნველყოფს.
 
იუსტიციის მინისტრმა, იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი მოინახულა, სადაც თანამშრომლებისთვის თანამედროვე სამუშაო გარემოა შექმნილი. ამავე შენობაში მედიაციის სივრცეც მოეწყობა, რაც სამინისტროს ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს - ქვეყნის მასშტაბით მედიაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
 
აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიხსნა იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს მუნიციპალური ოფისები ზესტაფონსა და თერჯოლაში.