აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს ონლაინ შეხვედრაზე.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურა ჩეკურაშვილმა, აზიური ფაროსანას ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ და მუნიციპალიტეტების მერებმა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის მიხედვით, არის შემუშავებული და განხორციელების შედეგად ფაროსანას მიერ სასოფლო - სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდება.
ონლაინ შეხვედრაზე ასევე, აქტიურად ისაუბრეს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიურ ჩართვაზე.
გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნითა და წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც აქცენტი ,,მოიზიდე და გაანადგურე" ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაკეთდება.