სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში ცეცხლის შემოტანის ესტაფეტა საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და ყველა რაიონს შემოივლის. აღნიშნულ საკითხზე სამტრედიაში გამართულ რეგიონულ თათბირზე გააკეთა პრეზენტაცია იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორები და მუნიციპალიტეტების გამგებლები ოლიმპიური ცეცხლის შემოტანის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ.
ოლიმპიური ჩირაღდნის შემოტანის დღეს რეგიონის ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიოსა და ევროპის ტიტულოვანი სპორტსემენები თავიანთ ქალაქებსა და რაიონებში დაგეგმილ საზეიმო აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
ყველაზე მასშტაბური ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში, 23 ივნისს გაიმართება. დავით აღმაშენებლის მოედანზე დაგეგმილია ოლიმპიური ცეცხლის დანთება, ევროპის ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე ქუთაისელი სპორტსმენების წარდგენა, საზეიმო კონცერტი, თემატური გამოფენა სპორტულ მუზეუმსა და თიბისი-გალერეაში და ასევე, ცეცხლოვანი შოუ და ოლიმპიური ფოიერვერკი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |