სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად ცვლილებები განახორციელა და ახალი მექანიზმები დაამატა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კერძო სექტორისთვის ხელშეწყობის მექანიზმების გაძლიერებაზე ისაუბრა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 4 რეგიონში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია) მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეებისთვის მაქსიმალური თანადაფინანსება განხორციელდება.
იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“ კერძო სექტორის განვითარების მიზნით, საგრანტო და კრედიტის სუბსიდირების მიმართულებით 7 000 000-მდე ლარი გამოყო.
ამ პროგრამით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ ტურისტული სერვისები, სოფლის მეურნეობის მეორადი პროდუქტებისა და ტურიზმთან დაკავშირებული წარმოება.