დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ალილო ქუთაისში
6 იანვარი, 2022
ალილო ქუთაისში - ქალაქის ცენტრში, სამეფო უბანში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმბოლური საშობაო ბაზრობა გაიმართა. 30 - მდე კაფე-რესტორანმა სადღესასწაულო ნუგბარი და შობისთვის აუცილებელი ტრადიციული ტკბილეული წარმოადგინა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, რომელშიც DJ-ბაჩო კერესელიძე, ლიკა დოლიძე და LIKE BAND მონაწილეობდნენ.
საშობაო ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო და კერძო სექტორს მონაწილეობისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ალილო ქუთაისში - ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO Imereti) ეგიდით გაიმართა.