სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ხელისუფლების წევრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს, მეხანძრე-მაშველებს, სამხარეო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ესტუმრნენ და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,თქვენი შრომა და ღვაწლი არის ფასდაუდებელი. 24 საათი ემსახურებით მოსახლეობას და იცავთ, როგორც მათ უსაფრთხოებას ასევე ჯანმრთელობას. თქვენ ხართ ყველგან სადაც სჭირდებით ჩვენს მოქალაქეებს და ჯეროვნად ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ზრუნავთ სხვის კეთილდღეობაზე. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის და გისურვებთ 2022 წელი იყოს მშვიდობის, წარმატებებისა და ბედნიერების მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“-ზვიად შალამბერიძე.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ტრადიციულად ყოველ ახალ წელს ულოცავენ იმ სამსახურებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |