ქუთაისში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გალა- კონცერტით დასრულდა.
,, პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შევძელით და იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შევქმენით საზეიმო განწყობა, ჩვენს თანამოქალაქეებში. დღეს ღონისძიებები გაიმართა ქუთაისში და მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობა მოეწყო. კულმინაცია არის ეს კონცერტი, სადაც ჩვენმა სახელოვანმა მომღერლებმა საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს დამდეგი ახალი წელი ქუთაისს" - ზვიად შალამბერიძე.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი სცენიდან ქუთაისელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ანსამბლმა "შვიდკაცა" და მომღერალმა ნოდარიკო ხუციშვილმა, ბენდთან ერთად.
ღონისძიების ფარგლებში დავით აღმაშენებლის მოედანზე და ცენტრალურ ბულვარში , საშობაო ბაზრობაზე, მსურველებს ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეეძლოთ.
მთელი დღის მანძილზე საბავშვო -გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ფოტო-სესია სანტა კლაუსთან.
ქალაქის ცენტრში საზეიმო მსვლელობა მოაწყო მოძრავმა ორკესტრმა.
სადღესასწაულო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.