სიახლეები

ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

29 დეკემბერი, 2021
ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისის მერი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
კადეტებმა მრავალფეროვანი საახალწლო კონცერტი წარმოადგინეს. შეასრულეს მხატვრული, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები.
 
ღონისძიების ფარგლებში ასევ მოეწყო კადეტთა ნამუშევრების გამოფენა.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.