სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო დაათვალიერეს. „იმერეთი გრინერი“ ქართულ-ჰოლანდიური 5 მილიონიანი ინვესტიციით აშენებული სასათბურე მეურნეობაა, რომელიც ბოსტნეულს აწარმოებს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ამ ეტაპზე 22 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა ხელფასიც 400 ლარს შეადგენს. უახლოეს მომავალში „იმერეთი გრინერი“ წარმოების გაფართოებასა და პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდას გეგმავს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი უცხოური ინვესტიციით დაფინანსებული ფაბრიკა ფუნქციონირებს. „მენთექს ჯორჯია“ ძირითადად სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს.ფაბრიკაში 75 ადამიანია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 250 ლარია.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |