სიახლეები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს

23 დეკემბერი, 2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსული უხვი ნალექის შედეგად გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებული იყო.
 
გაწმენდითი სამუშაოების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ კახა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,უხვმა თოვლმა იმერეთის რამდენიმე სოფელში ავტომობილებისთვის გადაადგილების პრობლემა შექმნა, მათ შორის საირმის მიმართულებითაც. ფაქტიურად მთელი ღამის და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეციალური ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე გზა გაიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია, როგორც მსუბუქი ასევე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. დამსვენებლები, რომლებიც არიან საირმეში მათ შეუძლიათ უკვე დაბრუნება სახლებში“ - ზვიად შალამბერიძე.
 
ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, რათა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღედგინათ.