სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“- ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

19 დეკემბერი, 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“- ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
 
მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.
 
პროექტის "განახლებული რეგიონები"-ს ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერეს.
 
,,პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ჭიათურაში მიმდინარეობს 10 პროექტის განხორციელება, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და არის, როგორც კორპუსების რეაბილიტაცია ასევე, სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. სამუშაოები ძირითადად ხორციელდება ქალაქის ცენტრში და რა თქმა უნდა დასრულების შემდეგ, შეცვლის მთლიანად ჭიათურის იერსახეს, გახდება უფრო ლამაზი და მისაღები, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“ - ზვიად შალამბერიძე.
 
,, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ,,განახლებული რეგიონები“-ს პროგრამა, რომელიც მოიცავს ოთხწლიან ვადას. ამ ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იქნება მიმართული ურბანული განახლების პროექტებზე. საკმაოდ აქტიურად და მასშტაბურად გამოიყურება პროექტი, რომელიც ხორციელდება ამჟამად ქალაქ ჭიათურაში. პარალელურად ,,განახლებული რეგიონები“-ს პროგრამასთან ერთად ქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება თანხა გამოეყო, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ჯამში სამივე დაფინანსების წყარო ქმნის ამ დიდი მასშტაბს“ - ილია ბეგიაშვილი.
 
ჭიათურაში პროგრამის ფარგლებში კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის მოედნის და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, გარდა ამისა სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება წერეთლის ქუჩაზეც. ასევე, აქტიურ ფაზაშია ქორწინების სახლისა და ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.