სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ: მუნიციპალიტეტების ახალი არჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
ონლაინ შეხვედრაზე რეგიონული განვითარების ფონდისა და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. საბჭოზე სრიგპ - ის ფარგლებში: ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტები და იდეები განიხილეს.
საკონსულტაციო საჭოს სხდომა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა და მას ონლაინ პლატფორმის საშუალებით ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
საბჭოს წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ რვა პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ქუთაისმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ტრანსპორტის გაჩერებებთან, ინტეგრირებული საინფორმაციო ტაბლოების მოწყობასა და სატრანსპირტო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განსახორციელებელ პროექტზე იმსჯელა. ასევე, წარადგინა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით შემუშავებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
გარდა ამისა საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის რეაბილიტაციას, სამტრედიასა და ბაღდათში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და თერჯოლაში საბავშვო ბაღის მშენებლობას.
ონლაინ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 10 იდეაზე, რომლის განსახორციელებლად აუცილებელია შესაბამისი პროექტის მომზადება.
იმერეთში ამ მიმართულებით, 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |