სიახლეები

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

14 დეკემბერი, 2021
ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის #EU4Culture გრანტის საშუალებით.
 
ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
 
,, ევროკავშირი ბევრ სფეროში თანამშრომლობს ქუთაისთან და ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კულტურის მიმართულებითაც დავიწყეთ თანამშრომლობა. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რასაც ქვია ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად ქუთაისს ევროკავშირისგან გადაეცა გრანტი და ექვს თვეში შესაბამისი სტრატეგია უნდა შემუშავდეს. კომპეტენტურ გუნდთან ერთად, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონკურსი მოვიგოთ და შესაბამისად ევროკავშირის დაფინანსება მოვიპოვოთ“ - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სიტყვით გამოსვლისას.
 
პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში.
 
ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი #EU4Culture-ს კონკურსში შერჩეული ქალაქებია.
 
კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად თითოეულ მათგანს ევროკავშირისგან გრანტი - 30 000€ გადაეცა.
 
#EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც 2021 - 2024 წლებში ხორციელდება.