სიახლეები

ქუთაისში, გერმანული წიგნების გამოფენა გაიხსნა

25 ნოემბერი, 2021
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, გოეთეს ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ურთიერთთანამშრომლობით, უნივერსიტეტში გერმანული წიგნების გამოფენა სახელწოდებით - „გერმანული მრავალფეროვანი ენაა“ გაიხსნა.
 
ღონისძიებას დაესწრნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუთი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი და სხვა დაინტერესებული პირები.
 
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანული წიგნების გამოფენა 2022 წლის 31 იანვრამდე დარჩება და ნებისმიერ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს გერმანულენოვან წიგნებს.