სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

24 ნოემბერი, 2021
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს 2022 წელს იმერეთის ახალი ჯუნიორ მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჩატარების და რეგიონისთვის ამ კონკურსის მნიშვნელობის შესახებ. კონკურსში, რომელიც გაიმართება მუსიკის სხვადასხვა მიმართულებით, ამიერკავკასიის ქვეყნების მუსიკოსებიც ჩაერთვებიან.