სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაეროს ხელმძღვანელს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა

23 ნოემბერი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაეროს ხელმძღვანელს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში და კონკრეტულად რეგიონში ხორციელდება.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კაორი იშიკავა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია კვიციანი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი სალომე ბენიძე.
 
,, ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე გაეროსთან თანამშრომლობა იყო და არის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი. დღეს, ერთ-ერთი პრიორიტეტი არის რეგიონების განვითარება. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება მოხდეს სხვადასხვა მიმართულებით. გაეროს დახმარებით ვფიქრობ იმერეთი და არა მარტო იმერეთი, მთელი საქართველო მიაღწევს იმ შედეგს რა შედეგიც გვინდა, რომ დადგეს რეალურად. ის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე განვითარდეს ქვეყანა, ამ მიმართულებით სწორად და სწორი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული " - ზვიად შალამბერიძე.
 
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს გაეროს სააგენტოებსა და იმერეთის რეგიონს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილდა რეგიონის მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე.
 
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.