სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ესტონეთის ელჩ რიინა კალიურანდისთან შეხვედრისას ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში მხარის გუბერნატორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს სოფელ გუმათში ჩაის საწარმო დაათვალიერებია. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე და წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე.
აღნიშნული საწარმო 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაი“ და ესტონელი ბიზნესმენების თანადაფინანსებით დაარსდა. ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოსა და ტყიბულში პლანტაციები 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა. საწარმო მაღალი ხარისხის ბიოჩაის წარმოებას უზრუნველყოფს და პროდუქციის რეალიზაციას ევროპის ბაზარზე ახდენს. აღნიშნულ საწარმოში ადგილობრივები არიან დასაქმებულები. საწარმოს ხელმძღვანელები სტუმრებს სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
დღესვე, სტუმრები სასათბურე მეურნეობას შპს „ჰერბია“ ესტუმრნენ. სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, გარდა ამისა კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რიმელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ,,აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ,,ჰერბიამ’’ სასათბურე მეურნეობების ქსელი გააფართოვა, ასევე გაიხსნა მწვანილისა და ბოსტნეულის გადასამუშავებელი საწარმო. ქართული კომპანია ,,ჰერბია’’ ამჟამად 30 სხვადასხვა დასახელების მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.
ვიზიტის ფარგლებში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი წყალტუბოში აგრარულ სექტორში დასაქმებულ ქალბატონებსაც შეხვდნენ.