სიახლეები

ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა

22 ნოემბერი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. გენადი ბალანჩივაძემ უფლებამოსილების განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.
 
,, დღეიდან იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, სადაც გვქონდა არჩევნების მეორე ტური, მერები შეუდგნენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას. მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წელი ახალ არჩეულ მერებთან ერთად, გვექნება ძალიან საინტერესო პროექტების და მიმართულებების განხორციელების პერიოდი, რომელიც რა თქმა უნდა აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, რეგიონზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე" - ზვიად შალამბერიძე.
 
მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წყალტუბოს ბევრი წარმატებული პროექტი შესთავაზოს.
 
დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების უფროსებისგან მიმდინარე საკითხების შესახებ დტალური ინფორმაცია მოისმინა.
 
გენადი ბალანჩივაძე 2014-2017 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო.
 
რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში ახალმა მერებმა უფლებამოსილების განხორციელება დღეს დაიწყეს.