სიახლეები

ქუთაისში, 2021 წლის ოლიმპიური სპორტის, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

19 ნოემბერი, 2021

ქუთაისში, 2021 წლის ოლიმპიური სპორტის, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. რეგიონის მასშტაბით 11 საუკეთესო სპორტსმენს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის რეგიონულმა ორგანიზაციამ, ხაზი გაუსვა ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენების წარმატებას დამათ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 დღესვე, რეგიონის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ტოკიოს 2020-2021 ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძე და ტოკიოს ვერცხლის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკობ ქაჯაია.

 იმერეთის რეგიონის მასშტაბით წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ და მსოფლიოს ჩემპიონმა  თეიმურაზ აფხაზავამ დააჯილდოვეს.

 ღონისძიება ოლიმპიურ ჩემპიონთა სკვერში გაიმართა.