სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფელ ზემო ტოლებში ნიაღვარგამტარი მილები შეიცვალა და მდინარე ხევისწყალაზე ნაპირის გამორეცხვის სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისად, წყალდიდიობის შემთხვევაში, მოსახლეობისა და სახნავ-სათესი მიწების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს. პროექტის ღირებულება 103 631 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორები და მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები ერთ თვეში ერთხელ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |