სიახლეები

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

29 ოქტომბერი, 2021
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და მგზავრობას 4 სთ-ის ნაცვლად 2.5 სთ-ი დასჭირდება.
 
დასრულებულია 10 კმ-იანი მონაკვეთი, 2022 წელს, ასევე, 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს დანარჩენ მონაკვეთებზეც.
 
აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი, შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა.
 
პროექტი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.
 
მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023- 2024 წლისთვის.